ინტელექტუალური
კონკურსი
ღმერთი სამშობლო ადამიანი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
• თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რუსთავის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს
• თამაში გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში:
5 -6 – 7 კლასის მოსწავლეებს შორის
და
8 -9 კლასის მოსწავლეებს შორის
• გუნდი შედგება ხუთი წევრისგან (შეუძლია ჰყავდეს დამატებით 3 სათადარიგო მოთამაშე);
• გუნდს თან უნდა ახლდეს მხარდამჭერთა (გულშემატკივართა) ჯგუფი( მაქსიმუმ 10 მოსწავლე)
• მხარდამჭერთა ჯგუფში მოთამაშე გუნდის წევრების გაერთიანება არ შეიძლება;
• სკოლებს შორის თამაშები გაიმართება 2 ეტაპად:
o ნახევარფინალი,
o ფინალი
• მონაწილეთა თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი გუნდის წევრთა და კაპიტნის მითითებით;
ბ) გუნდის ხელმძღვანელის (რელიგიის , ისტორიის, ქართული
ლიტერატურის, გეოგრაფიის მასწავლებელი) საკონტაქტო მონაცემები;
გ) გულშემატკივრების სია , მათ შორის
ხალხური სიმღერის (გალობის ) შემსრულებელთა სია
მონაცემები გადმოაგზავნეთ ელ.მისამართზე
bidzinashvili.nino@gmail.com
თამაშის წესები
1. ჩვეულებრივ ერთდროულად თამაშობს რამდენიმე გუნდი ( მოთამაშეების ვინაობა ვლინდება
კენჭისყრის გზით)
2. გუნდები სხდებიან დარბაზში მათთვის წინასწარ გამზადებულ მაგიდებთან (ერთი გუნდი ერთ მაგიდასთან). მაგიდაზე უნდა დამაგრდეს პლაკატი გუნდის სახელწოდებით.
3. მაგიდები უნდა იყოს დაშორებული მაყურებლისაგან.
4. ჟიურისათვის გამოყოფილია ცალკე მაგიდა მოასპარეზე გუნდებთან ახლოს.
5. ჟიურის წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს 3 ან 5.
6. თამაში შედგება 6
ეტაპისგან :
6.1 პირველი ეტაპი
გუნდებს ურიგდებათ საქართველოს რუკა და
საქართველოს ეკლესია-მონასტრების მცირე
ზომის 4 სურათი მოსწავლეებმა უნდა
მოძებნონ და დაამაგრონ ეკლესია-მონასტრები შესაბამის რეგიონზე .
დავალების
შესასრულებლად გუნდებს ეძლევათ 3 წ .
სწორი , სრული პასუხი ფასდება 4ქ
6.2 მეორე ეტაპი
მოთამაშეებისთვის პროექტორით
ნაჩვენები იქნება სლაიდი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში არსებული
ქრისტიანული სიწმინდე . დავალების
ფურცლებზე მოთამაშეები , სათანადოდ გამოყოფილ უჯრებში უნდა მიუთითონ საიდან ჩამოაბრძანეს მითითებული
სწმინდე , ვინ ჩამოაბრძანა და ამჯერად სად
არის ის დაბრძანებული .
დავალების შესასრულებლად გუნდებს ეძლევათ 3 წ . სწორი, სრული პასუხი ფასდება 3 ქ
6.3. მესამე ეტაპი
მოთამაშეებს გადაეცემა ტექსტი, სადაც იქნება აღწერილი საუფლო დღესასწაული , მაგრამ ტექსტში საგანგებოდ იქნება
გამოტოვებული შესაბამის გეოგრაფიულ
ადგილთა და პირთა (ადამიანთა) სახელები . გუნდს ევალება შეავსოს ტექსტი . დავალების
შესასრულებლად გუნდებს ეძლევათ 3 წ , სწორი, სრული პასუხი ფასდება 3 ქ
6.4. მეოთხე თამაში
მოთამაშეებს პროექტორის გამოყენებით აჩვენებენ 5 სლაიდს , რომელზედაც იქნება
განთავსებული ტაო კლარჯეთში არსებული ტაძრების ფოტოები.
მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ სლაიდზე
მითითებული ტაძარი . დავალების შესასრულებლად გუნდებს ეძლევათ 3 წ. სწორი,
სრული პასუხი ფასდება 5 ქ
6.5. მეხუთე ეტაპი
მოთამაშეებს მიეწოდება ფურცელი , რომელზედაც იქნება 2 კითხვა ძველი აღთქმის
პირველი წიგნიდან ( დაბადება) და 2 კითხვა მათეს სახარებიდან . გუნდის წევრები , წერილობით , 3 წუთის
განმავლობაში იმუშავებენ კითხვებზე და დააფიქსირებენ პასუხებს . სწორი , სრული პასუხი შეფასდება
4 ქულით
6.6. მეექვსე ეტაპი
მოთამეშეებს გადაეცენათ ფურცელი,
რომელზედაც იქნება მითითებული
ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების
ნაწყვეტი . გუნდის წევრებმა უნდა დაასახელონ ნაწარმოების სახელწოდება და ავტორი . დავალების
შესასრულებლად გუნდს მიეცემა 3 წუთი.
სწორი, სრული პასუხი შეფასდება 2 ქულით
6.7.მეშვიდე ეტაპი
ბლიც კითხვების კონკურსი კაპიტნებისთვის . ჯგუფის კაპიტნები წერილობით გასცემენ პასუხს 5 კითხვას
თამაშის თემატიკიდან გამომდინარე (6.1.(4ქ) 6.4. (1ქ)
6.5.(5ქ) მიხედვით . სწორი , სრული პასუხი შეფასდება 10 ქულით
გისურვებთ წარმატებებს !
იმედია მომავალ წელს მე-10 კლასის მოსწავლეებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება .
ОтветитьУдалитьდიდი სიამოვნებით შევიტანთ ამ ცვლილებას დებულებაში! უფრო მეტიც გთავაზობთ შევქმნათ მოსწავლეთა მუშა ჯგუფი და მოვილაპარაკოთ რა სახის კონკურსებს (თემატიკას) შევიტანთ მეათე კლასელების კონკურსში ! მოგვწერეთ bidzinashvili.nino@gmail.com
ОтветитьУдалитьმოგესალმებით, შესაძლებელია? მომავალ წელს:
Удалить8- 9-10 კლასელების იყოს უფროსების გუნდი.
5-6-7 პატარების გუნდი.
ან :
9-10 კლასის უფროსების გუნდი.
5-6-7-8 პატარების გუნდი